საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 329 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 329 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 6867 -მდე გაიზარდა.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 569 შემთხვევა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გარდაიცვალა კიდევ 9 პაციენტი. დღე-ღამის განმავლობაში 9 ლეტალური შედეგი პანდემიის პერიოდში პირველადაა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დადასტურდა, COVID-19-ით გარდაცვალების პირველი ფაქტი კი, აპრილის დასაწყისში.

საქართველოში უკვე 12 841 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილია 102.