„სირცხვილია"-ს ინფორმაციით, მოძრაობის აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მეშველიანმა დააჯარიმა 1000 ლარით. მაჭავარიანი გუშინ, 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანის დროს დააკავეს.
საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ლექსო მაჭავარიანის დაკავებამდე განმარტა, რომ აქციაზე არ შეიძლება, ადვილად აალებადი ნივთის შეტანა. ასეთად მან შეშა მიიჩნია.
9 ნოემბერს, ასევე, დააკავეს „სირცხვილია"-ს ორი აქტივისტი ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე.