საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ერთი ნაწილი, რომლის მოხსნაც 24 დეკემბრისთვის იყო დაანონსებული, არ მოიხსნება. ახალი წესები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.
შეზღუდვები, რომელიც იხსნება:
თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში სავაჭრო ობიექტები იმუშავებენ:
- მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე;
 - მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:
 - მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი
 - მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა
 - ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები
 - მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ
 - სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით
 - ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები
 - აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას
 - ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.
 
შეზღუდვა, რომელიც ემატება:
- სასტუმროებს, რომლებსაც დამსვენებლები ჰყავდათ, ეკრძალებათ 21:00 საათის შემდეგ რესტორნის სივრცის ამუშავება. ამ დროიდან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.
 
შეზღუდვები, რომელიც არ იხსნება:
- თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კვლავ არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
 - ქვეყანაში გაჩერებული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა;
 - ბაზრობები არ გაიხსნება;
 - რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.