თუ თვალი დაკავებული გაქვთ და საკითხავად არ გცალიათ, ან თუ სათვალეს ვერ პოულობთ, ანდა, თუ უბრალოდ მოგენატრათ თვალების დახუჭვა და სხვების მიერ მოთხრობილი საინტერესო ამბებისთვის ყურის მიგდება, მაშინ ეს პოდკასტი თქვენთვისაა.
„მოლაპარაკე ტექსტების“ მოქმედი პირები არიან ტექსტები, რომლებსაც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე ვარჩევ თქვენთვის კვირაში ერთხელ და ამ ტექსტებს მოსათხრობ ამბებად ვაქცევ ხოლმე.
დღეს ამ სტატიებზე ვისაუბრებთ:
- მაჯის "კომენდანტის საათი" კვლავ დაგვჭირდება?
- ლინჩის წესი - როდის ხდება ხალხი მოსამართლე და მკვლელი?
- გაიგე, რომელი გველი ბუდობს მახლობლად და როგორ მოიქცე
Your browser doesn’t support HTML5
კომენდანტის საათი. ლინჩის წესი. საქართველოში ბინადარი გველები