თუ თვალი დაკავებული გაქვთ და საკითხავად არ გცალიათ, ან თუ სათვალეს ვერ პოულობთ, ანდა, თუ უბრალოდ მოგენატრათ თვალების დახუჭვა და სხვების მიერ მოთხრობილი საინტერესო ამბებისთვის ყურის მიგდება, მაშინ ეს პოდკასტი თქვენთვისაა.
„მოლაპარაკე ტექსტების“ მოქმედი პირები არიან ტექსტები, რომლებსაც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე ვარჩევ თქვენთვის კვირაში ერთხელ და ამ ტექსტებს მოსათხრობ ამბებად ვაქცევ ხოლმე.
დღეს ამ სტატიებზე ვისაუბრებთ:
- „ბოდიში, ვაუქმებთ ჯავშანს” - ეს ტურისტები საკუთარი გარეგნობის გამო აღარ ჩამოვლენ
- ახალი გარემოსდაცვითი კანონი, რომელსაც არავინ იცავს
- რა ხდება მაშინ, როცა რელიგია შაბათს მუშაობას გიკრძალავს
Your browser doesn’t support HTML5
ქსენოფობია და ტურიზმი. კანონი, რომელსაც არავინ იცავს. რელიგია და შაბათს მუშაობა