თუ თვალი დაკავებული გაქვთ და საკითხავად არ გცალიათ, ან თუ სათვალეს ვერ პოულობთ, ანდა, თუ უბრალოდ მოგენატრათ თვალების დახუჭვა და სხვების მიერ მოთხრობილი საინტერესო ამბებისთვის ყურის მიგდება, მაშინ ეს პოდკასტი თქვენთვისაა.
„მოლაპარაკე ტექსტების“ მოქმედი პირები არიან ტექსტები, რომლებსაც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე ვარჩევ თქვენთვის კვირაში ერთხელ და ამ ტექსტებს მოსათხრობ ამბებად ვაქცევ ხოლმე.
დღეს ამ სტატიებზე ვისაუბრებთ:
- „ყველა ეძებს წიწაკის სპრეის” - როგორ იცავენ თავს ქალები, როცა სახელმწიფოს იმედი არ აქვთ
- ნადირობა ბერიას პატარა მხარდამჭერებზე
- 20 მილიონი წლის ისტორია - რით არის განსაკუთრებული UNESCO-ს დაცვის ქვეშ მოხვედრილი კოლხეთის ტყეები
Your browser doesn’t support HTML5
ქალებს ეშინიათ. ბერიას პატარა მხარდამჭერები. კოლხეთის ტყეები