თუ თვალი დაკავებული გაქვთ და საკითხავად არ გცალიათ, ან თუ სათვალეს ვერ პოულობთ, ანდა, თუ უბრალოდ მოგენატრათ თვალების დახუჭვა და სხვების მიერ მოთხრობილი საინტერესო ამბებისთვის ყურის მიგდება, მაშინ ეს პოდკასტი თქვენთვისაა.
„მოლაპარაკე ტექსტების“ მოქმედი პირები არიან ტექსტები, რომლებსაც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე ვარჩევ თქვენთვის კვირაში ერთხელ და ამ ტექსტებს მოსათხრობ ამბებად ვაქცევ ხოლმე.
დღეს ამ სტატიებზე ვისაუბრებთ:
- ტომსკელ კაცზე, რომელმაც საავადმყოფოში მწოლიარე ბებიას ვერაფრით უშველა
- რატომ მიდიოდნენ საზღვარგარეთ ადრე და რატომ მიდიან ახლა - მიზეზები იცვლება
- Bubbler-ი: ქართველების შექმნილი სოციალური ქსელი არიზონის უნივერსიტეტში „იტესტება“
Your browser doesn’t support HTML5
ტომსკელი ბებიის სიკვდილი. ემიგრაციის დინამიკა. Bubbler-ი