დოკუმენტის მე-12 მუხლის თანახმად, „ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას კასპიის ზღვის რეგიონში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში“.
ამასთან, ამავე პუნქტის თანახმად, ირანი და რუსეთი „ითანამშრომლებენ მითითებულ რეგიონებში მესამე ქვეყნების ჩარევისა და იქ მათი დესტაბილიზაციის გამომწვევი ყოფნის აღსაკვეთად“.
„ასევე, ითანამშრომლებენ აზრთა გაცვლა-გამოცვლაში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით“.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 იანვარს მოაწერეს ხელი შეთანხმებას „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ.
შეთანხმება, კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ყველა სფეროს, მათ შორის „თავდაცვას, კონტრტერორიზმს, ენერგეტიკას, ფინანსებს, ტრანსპორტს, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, კულტურას, მეცნიერებასა და ტექნოლოგიას“ მოიცავს.
2001 წელს ირანის პარლამენტმა რუსეთთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი ძალაში იყო 20 წლის განმავლობაში და 2021 წელს ამოიწურა.
ასევე ნახეთ რუსეთმა და ირანმა "ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის" შეთანხმებას მოაწერეს ხელისამხრეთ კავკასიაში „გარე აქტორების“ ჩაურევლობა არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი 3+3 ფორმატისა, რომელსაც, ოფიციალური პოზიციით, საქართველო, - რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, - არ უერთდება.
ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ დასავლური სამყაროსგან მზარდი იზოლაციისა და ანტიდასავლური პოლიტიკური ვექტორის ფონზე, ფორმატს შეუერთდეს.
ასევე ნახეთ საქართველო აზერბაიჯანი არ არის, აქ ავტორიტარიზმი ვერ დამყარდება - ინტერვიუ რეგიონში ცვლილებებზე2025 წლის 14 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა:
„ჩვენს ქართველ მეზობლებს მათთვის განკუთვნილი ადგილი [3+3 ფორმატში] ჯერჯერობით არ დაუკავებიათ, თუმცა ეს ადგილი მაგიდასთან, სადაც რეგიონის პრობლემების განხილვას ვაპირებთ, მუდამ ხელმისაწვდომი რჩება მათთვის“.
ასევე ნახეთ რას ცვლის სომხეთ-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში?