„21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ. გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ“, - წერია „ახალი თეატრის“ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დღეს წარადგენენ საპროტესტო მანიფესტს.
„ახალი თეატრის“ დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა ხელისუფლების მიმართ ულტიმატუმი 12 იანვარს გააჟღერა. მაშინ მან თქვა, რომ „პასიური პროტესტიდან“ მოქმედებაზე გადავიდოდნენ, თუ 20 იანვრამდე საპატიმროებს არ დატოვებდნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულები.
ასევე ნახეთ „როცა სიმართლე შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალა“ - ანდრო ჭიჭინაძის საქმე„ახალი თეატრის“ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. ყველა მათგანს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ პროევროპულ აქციებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11-ვე ბრალდებული მოსამართლე ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვათითქმის ორი თვეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.