აშშ-ის სამხედრო დახმარებამ განაახლა მოძრაობა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე

უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა პოლონეთის იასიონკის აეროპორტში, 2025 წლის 6 მარტი

უკრაინისთვის განკუთვნილმა აშშ-ის სამხედრო დახმარებამ დაიწყო მოძრაობა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, მას შემდეგ, რაც აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა საუდის არაბეთში - აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი.

სიკორსკი ჟურნალისტებს ვარშავაში ელაპარაკა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან ერთად - რომელიც 12 მარტს დაბრუნდა ჯიდაში გამართული მოლაპარაკებებიდან.

"შემიძლია დავადასტურო, რომ იასიონკის გავლით იარაღის მიწოდება უწინდელ დონეს დაუბრუნდა" - თქვა სიკორსკიმ, სამხრეთაღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზე მინიშნებით.

ვაშინგტონმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ აჩერებდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას მას მერე, რაც თეთრ სახლში საჯარო უთანხმოება მოხდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. დახმარების შეჩერებამ ღრმა შეშფოთება აღძრა უკრაინაში.

დახმარება განახლდა ჯიდაში ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, რომელზეც უკრაინამ და აშშ-მა მიიღეს ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის წინადადება.

ვაშინგტონმა შეხვედრის შედეგები მოსკოვს წარუდგინა. "ჩვენ მათ ვეტყვით, რომ ახლა ესაა საქმის ვითარება", - ამბობს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრიდან 2024 წლის ბოლომდე აშშ-მა უკრაინას მიაწოდა თითქმის 123 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება.

ასევე ნახეთ

„ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“ - აშშ უკრაინის დახმარებას აგრძელებსტრამპი: აშშ და რუსეთი "დღეს ან ხვალ" გამართავენ მოლაპარაკებას უკრაინის თაობაზეკიევი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებევროკავშირი მიესალმება აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგებს რუსეთისა და აშშ-ის საგარეო დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებმა ტელეფონით ისაუბრეს „წინ ნუ გაუსწრებთ“ მოვლენებს - პესკოვი ზავის საკითხთან დაკავშირებით