აშშ რუსულ ენერგო გადახდებზე და ბანკებზე სანქციებს ამკაცრებს

საილუსტრაციო ფოტო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არ გაუხანგრძლივა რუსეთის ენერგო გადახდებზე დაკისრებული სანქციების ფარგლებში არსებული გამონაკლისის ვადა, რომელიც გარკვეულ ბანკებს შეეხებოდა - ეროვნულ კლირინგ ცენტრსა და ცენტრალურ ბანკს.

გადაწყვეტილება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფონზე მიიღეს.

რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებსაც სანქციები არ ეხებოდათ - “გაყინული” იყო, მოიცავდა: „ვნეშეკონომბანკს“, „საფინანსო კორპორაცია „ოტკრიტიეს“, „სოვკომბანკს“, „სბერბანკს“, „ვითიბი ბანკს“, „ალფა- ბანკს“, „როსბანკს“, ბანკ „ზენიტს“, ბანკ „სანქტ-პეტერბურგს“ და რუსეთის ცენტრალური ბანკის სტრუქტურებს.

სანქციები რუსული ენერგოსექტორისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს 10 იანვარს შემოიღეს და 12 მარტამდე მოქმედებდა.

ტელეარხ Fox-ის თეთრის სახლის კორესპონდენტი ედვარდ ლოურენსი სოციალურ ქსელ Х-ში, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ბანკებისთვის დაწესებული გამონაკლისისთვის ვადის არგახანგრძლივების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, რუსეთზე ზეწოლის ფარგლებში უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის ფონზე.

CBS News-ის თანახმად, ამერიკულ საბანკო სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვის გადაწყვეტილება უძნელებს სხვა ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენას, რითაც ზღუდავს მის გლობალურ მიწოდებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის მატება ბარელზე 5 დოლარამდე, რაც შესამჩნევი ნახტომია ბოლო კვირების დაბალი ფასების შემდეგ.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ის, რომ ლიცენზია არაა გაგრძელებული, სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა თანამოსაუბრემ ამერიკის ფინანსთა სამინისტროდან.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის. 7 მარტს ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth დაწერა, რომ მისი მიზანია, მისცეს მოსკოვს ბიძგი გააფორმოს უკრაინასთან ზავი.

„რუსეთო და უკრაინა დასხედით [მოლაპარაკების] მაგიდასთან დაუყოვნებლივ, სანამ ჯერ კიდევ არაა გვიან“, - დაწერა მაშინ ტრამპმა.

ასევე ნახეთ

ზელენსკის შეფასებით, პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე "უარს ამზადებს"ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი სწორ საქმეს გააკეთებს უკრაინასთან დაკავშირებითუკრაინა კონფლიქტის გაყინვას არ დათანხმდება - ანდრიი იერმაკიპუტინი: ვეთანხმებით ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც აღმოფხვრის კრიზისის ძირეულ მიზეზებს Reuters: რუსეთმა აშშ-ს ომის შეწყვეტის პირობები გადასცა უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას დასთანხმდა - რა იქნება ახლა?ახალი იერიშები და სუჯის ცენტრში შეჭრა - როგორ „უპასუხებს“ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება „დამანგრეველი“ სანქციები იქნეს გამოყენებულიზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა 100%-ით რუსეთზეა დამოკიდებული"იმედი გვქონდა: იქნებ მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს?" - რეზნიკოვი სტამბოლის მოლაპარაკებებზე, ტრამპის ტაქტიკასა და საქართველოზე