თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქცია იმართება - ჭიათურაში უშედეგო აქციების შემდეგ მაღაროელები დედაქალაქში ჩამოვიდნენ. ასობით ადამიანი ხელისუფლებამდე საკუთარი მოთხოვნების მიტანას ცდილობს, მათ შორის მთავარი გაჩერებული მაღაროების ამუშავებაა.
მათი მოთხოვნებია:
- დაფაროს კომპანიამ სახელფასო დავალიანება;
- მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია და მოხდეს მაღაროების ნაციონალიზაცია;
- შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
- მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
- ეკოლოგიური საკითხების მოგვარება;
- უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება.
მაღაროელების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა. 7 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ამ საქმიანობით ამ მუნიციპალიტეტში მუშაობას აღარ გააგრძელებდა, რადგან, მათი თქმით, წამგებიანი იყო.
ასევე ნახეთ ჭიათურელი მაღაროელები სახელმწიფოს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ ასევე ნახეთ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება - "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი"