ოთხი ადამიანი დაიღუპა კრივოი- როგზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად

რუსეთის იერიშის შედეგი კრივოი-როგზე. 2 აპრილი, 2025 წელი

ოთხი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ ცნობა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა ტელეგრამის არხით გაავრცელა. მისივე თქმით, დაშავდა ცხრა ადამიანი. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთ ობიექტზე.


კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრ ვილკულმა განმარტა, რომ რუსი სამხედროები ბალისტიკური რაკეტით თავს დაესხნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს. დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, ასევე დაზიანდა მრავალსართულიანი სახლი.

კრივოი-როგი (უკრაინულად კრივი-რიჰი) უკრაინის მთავარი ინდუსტრიული ცენტრია. იქ მდებარეობს რამდენიმე სამთო-გადამამუშავებელი და მეტალურგიული საწარმო.


ასევე ნახეთ ტრამპი უკმაყოფილოა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების განცხადებებით - თეთრი სახლი