ირაკლი კობახიძე: „არათუ ომის აცილება შეიძლებოდა, არამედ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა"

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა თეა წულუკიანის განცხადებაზე, რომელმაც გიორგი ანწუხელიძეს უწოდა “უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ და თქვა, რომ წულუკიანმა უბრალოდ „ფაქტების კონსტატაცია“ მოახდინა.

“რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, არათუ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რასაც მერე ხელი მოაწერეს, თავადვე აღიარეს”, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

“როდესაც საუბრობს თეა წულუკიანი იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხალი და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია”, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა - “რა თქმა უნდა, რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი და ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა”.

ასევე ნახეთ ირაკლი ზარქუა: თეა წულუკიანი გულისხმობდა, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირია


ასევე ნახეთ ანწუხელიძეზე განცხადების შემდეგ წულუკიანის სახლთან დემონსტრანტები პროტესტის ნიშნად მივიდნენ


ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: ეროვნული გმირის „უაზროდ გაწირულად“ მოხსენიება ქვეყნის ღალატის ტოლფასია, არაა?


ასევე ნახეთ წულუკიანი ანწუხელიძეზე საუბრისას: „ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“