აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ელჩი სტივ უიტკოფი პარიზში გაემგზავრებიან, სადაც 16-18 აპრილს გაიმართება მოლაპარაკებები ევროპელ კოლეგებთან, პრეზიდენტ ტრამპის მიერ დასახული მიზნის - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და სისხლისღვრის შეწყვეტისკენ წინსვლისთვის. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ტამუ ბრიუსის განცხადებაში.
პარიზში ყოფნისას, სახელმწიფო მდივანი იმსჯელებს რეგიონში საერთო ინტერესების სფეროში არსებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის გზებზეც.