სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის ავიადარტყმის შედეგად.
მართვადი საავიაციო ბომბებით შეტევის საფრთხის გამო ზაპოროჟიეს ოლქში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დღის პირველის ნახევრისთვის გამოცხადდა. ცოტა ხანში აფეთქებები მოხდა.
საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, ქალაქ ზაპოროჟიეში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი. ფიოდოროვის ცნობით, დაჭრილებს შორის ორი ბავშვია.
ასევე ნახეთ ნგრევა მოჰყვა ოდესის, კიევის და ხარკოვის ოლქებზე რუსეთის მორიგ შეტევას