შალვა ლომიძე დღეს “ჯეოქეისი” მრჩევლის სტატუსით აქვეყნებს სტატიას დაზვერვის სამსახურში არსებული გამოწვევების და პერსპექტივების შესახებ და ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიქცევას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ამ უკიდურესად მნიშვნელოვანი უწყების მიმართ. პარალელურად “ოცნება” ფიქრობს დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილად ქცევაზე - ამ ძველი იდეის მიმართ დამოკიდებულებები არაერთგვაროვანი და ძირითადად ნეგატიურია.
რა საფრთხეებს უქმნის დაზვერვის სამსახურს საქართველოს გართულებული და შეწყვეტილი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან, რა სირთულეებს აწყდებიან ქართველი მზვერავები დავალებების შესრულებისას, როგორ იცვლებოდა ამ სამსახურის მნიშვნელობა, როლი და მუშაობის სპეციფიკა პოლიტიკური ვითარებების მიხედვით და როგორ დგება დაზვერვის პრიორიტეტები, გეოგრაფია და ამოცანები - ამ კითხვებზე პასუხების გაცემას შევეცდებით შალვა ლომიძესთან ერთად.