მინისტრის თქმით, რუსეთმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიზანში ამოიღო სამოქალაქო მოსახლეობა კიევში და სხვა რაიონებში.
„ზეწოლა მოსკოვზე უნდა იყოს და არა კიევზე“, - დაწერა დღეს, 24 აპრილს სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინის მოქმედებები აჩვენებს, რომ ის პატივს არ სცემს მშვიდობის დამყარების ძალისხმევას და მხოლოდ ომის გაგრძელება სურს, ამიტომ სისუსტე და დათმობები ტერორს და აგრესიას ვერ შეაჩერებს და მხოლოდ ძალა და ზეწოლაა საჭირო.
ასევე ნახეთ ტრამპი ზელენსკის განცხადებაზე - "მას არაფერი აქვს სატრაბახო! შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია იომოს ...ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე“24 აპრილს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
კიევში დაღუპა, სულ მცირე, 9 ადამიანი და 70-ზე მეტი დაშავდა. მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ასევე ნახეთ კიევში 70-ს გადააჭარბა რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა