პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა სავაჭრო ომის შედეგად გაჩენილი შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს ეკონომიკის გასაძლიერებლად

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის ეკონომიკის მესვეურებს მოუწოდა, ისარგებლონ გლობალურ ეკონომიკაში ბაზრის ტურბულენტობისა და სავაჭრო ომების გაძლიერების შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობებით.

რუსეთის ეკონომიკამ, სანქციების მიუხედავად, უკეთესი შედეგი აჩვენა ომის წლებში, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თუმცა ქვეყანა ახლა ემზადება ნავთობზე - მის მთავარ ექსპორტზე - ფასების დაცემის და ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებისათვის.

პუტინმა შეხვედრაზე თქვა: ”გლობალური ეკონომიკური ვითარება უფრო რთული ხდება, რადგან საქონელი და ფინანსური ბაზრები განიცდიან მნიშვნელოვან რყევებს გაძლიერებული გლობალური კონკურენციის გამო. აუცილებელია არა მხოლოდ ამ ფაქტორების მონიტორინგი და მათი ცვლილებების პროგნოზირება, არამედ გაჩენილი შესაძლებლობების გამოყენება შიდა წარმოების, სავაჭრო ურთიერთობებისა და ექსპორტის განვითარებისთვის, მთლიანობაში ეროვნული ეკონომიკის გასაძლიერებლად“.

ეს პუტინის პირველი კომენტარი იყო გლობალურ ეკონომიკურ ვითარებაზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის ტარიფები გამოცხადდა.

პუტინის შეხვედრა შედგა ერთი დღით ადრე ცენტრალური ბანკის საბჭოს სხდომამდე, რომელიც დაადგენს საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთს. ის ამჟამად 21%-ს შეადგენს, რაც პუტინის მმართველობის პირველი წლების შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.

ასევე ნახეთ აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი, რუსეთი - რა ხდება ტარიფების ომში?