„ჩვენთანაც მოვიდნენ ჩხრეკაზე“, - დაწერა მან ფეისბუკში.
დღეს, 29 აპრილის დილას, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ ბინებშიც.
ჟორჟოლიანმაც და ბაჯელიძემაც პროკურატურის თანამშრომლების გამოჩენის დროს მობილური ტელეფონებით ფეისბუკის პირდაპირ ეთერში გასვლა შეძლეს, თუმცა მათი ჩართვები მოულოდნელად გაითიშა.
როგორც მარიამ ბაჯელიძეს პროკურატურის თანამშრომლებმა უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს „საბოტაჟის“ მუხლით.
„ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ“, - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა პირდაპირ ეთერის დაწყებამდე.
ასევე ნახეთ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის ბინებში ჩხრეკა ტარდებაამ ჩხრეკასთან დაკავშირებით პროკურატურას განმარტება არ გაუვრცელებია, თუმცა „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 17 მარტს მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნდა და იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს.
ამ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც კვალიფიცირებული აქვთ, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“.
ასევე ნახეთ ფონდების ანგარიშები ვატო შაქარიშვილისა და ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე დააყადაღეს„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, - ეწერა პროკურატურის განცხადებაში.
ასევე ნახეთ აქციის მონაწილეთა დახმარების გამო პროკურატურის მოთხოვნით ხუთი ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ოთხ თვეზე მეტია გასული - ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და "სინდისის პატიმრების" გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდებოდა, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.