„ჩემს ბინაში ჩხრეკა ისე ტარდება, რომ არ მიშვებენ არც მე და არც ჩემს ადვოკატს. თვითონ არიან... ბინაში შეიძლება იყოს ბიძაჩემი, რომელსაც ტელეფონზე ვურეკავ და არ მპასუხობს... ჩხრეკა უკავშირდება მოძრაობა „სირცხვილიას“, რომელიც გაუქმებულია“, - თქვა გეგუჩაძემ ჩხრეკის მიმდინარეობისას.
დღეს, 29 აპრილის დილას, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებში.
ასევე ნახეთ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის ბინებში ჩხრეკა ტარდება ასევე ნახეთ ჩხრეკა მიმდინარეობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ბინაშიცალეკო ცქიტიშვილთან და მარიამ ბაჯელიძესთან ჩხრეკა დამთავრდა, ნანუკა ჟორჟოლიანთან კი გრძელდება. რადიო თავისუფლება გაეცნო მარიამ ბაჯელიძისთვის გადაცემულ განჩინებას. მასში წერია, რომ დოკუმენტი გამოიცა 2 აპრილს 30-დღიანი მოქმედების ვადით.
ასევე ნახეთ მარიამ ბაჯელიძის ბინაში ჩხრეკა დამთავრდა - ამოიღეს მობილური ტელეფონი„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 17 მარტს მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნდა და იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს.
ამ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც კვალიფიცირებული აქვთ, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“.
ასევე ნახეთ ფონდების ანგარიშები ვატო შაქარიშვილისა და ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე დააყადაღეს„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, - ეწერა პროკურატურის განცხადებაში.
ასევე ნახეთ აქციის მონაწილეთა დახმარების გამო პროკურატურის მოთხოვნით ხუთი ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ოთხ თვეზე მეტია გასული - ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და "სინდისის პატიმრების" გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ შეწყვეტილა, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.