ზელენსკი რუსეთზე: ისინი ღელავენ, რომ აღლუმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორადაც ღელავენ

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი, 2025 წლის 29 აპრილის ვიდეომიმართვა

"ვარჩევთ რუსეთის ზუსტად იმ მტკივნეულ წერტილებს, რომლებიც ყველაზე მეტად უბიძგებს მოსკოვს დიპლომატიისკენ", - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ევროპის სანქციებთან სინქრონიზაციასა და აშშ-სთან ახალი სანქციების განხილვის საჭიროებაზე ლაპარაკობს:

"მნიშვნელოვანია შემდგომშიც ვიქონიოთ ზეგავლენა რუსეთის გავლენის ქსელებზე, აგრეთვე მის წარმოებასა და სავაჭრო ოპერაციებზე.

ვცდილობთ უკრაინის სანქციების მაქსიმალური სინქრონიზება მოვახდინოთ ევროპის ყველა სანქციასთან, რომ ეს იყოს საერთო პოზიცია და უკვე გვაქვს კარგი შედეგები. კერძოდ, რუსეთის დახურულ საწარმოებზე, რომლებიც მათ „თავდაცვაზე“ მუშაობს.

ვემზადებით ახალ სასანქციო ნაბიჯებზე ამერიკასთან სალაპარაკოდ - ვარჩევთ რუსეთის ზუსტად იმ მტკივნეულ წერტილებს, რომლებიც ყველაზე მეტად უბიძგებს მოსკოვს დიპლომატიისკენ".

სამშაბათის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს კიდევ ერთხელ შეეხო:

"მათ უნდა გადადგან მკაფიო ნაბიჯები ომის დასრულებისკენ და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ახალი ნაბიჯი უნდა იყოს ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტა. რუსეთმა ეს უნდა გააკეთოს. ახლა ისინი ღელავენ, რომ აღლუმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორადაც ღელავენ. თუმცა უნდა იღელვონ იმაზე, რომ ეს ომი გრძელდება. მათ უნდა დაასრულონ ომი".

ასევე ნახეთ

კრემლის 3-დღიანი ზავი, ტრამპის 100-დღიანი ძალისხმევა და ამერიკელების 61%, რომლებსაც რუსეთ-უკრაინის ომი აღელვებთთეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მუდმივი ზავი სურთ„ისევ მანიპულაციის მცდელობა", - ზელენსკი პუტინის მორიგ ზავზერუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის და რუბიოს სატელეფონო საუბრის შესახებ იუწყებარუსეთის მტკიცების საწინააღმდეგოდ, ზელენსკი ამბობს, რომ „ბრძოლა გრძელდება კურსკის რეგიონში“