„ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

ხანძარი თბილისში, „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე. 2025 წლის 30 აპრილი

ძლიერი ხანძარია თბილისში, „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა პროდუქციის საწყობებია განთავსებული.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

30 აპრილს, დილით ადრე გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

განახლება: დაახლოებით დილის ცხრა საათისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.