რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, ქალაქ ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტს „სტალინგრადი“ დაერქვა.
კრემლის საიტზე 29 აპრილს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პუტინმა ვოლგოგრადის აეროპორტს „ისტორიული სახელი სტალინგრადი“ მიანიჭა „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავსაყოფად“.
ასევე ნახეთ ვოლგოგრადი დროებით ისევ სტალინგრადად აქციესდღევანდელ ვოლგოგრადს, რომელიც ბოლშევიკურ რევოლუციამდე ცარიცინი იყო, სტალინგრადი 1925 წელს დაარქვეს საბჭოთა ბელადის, სტალინის პატივსაცემად. სტალინის კულტთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, 1961 წელს, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით, სტალინგრადს ვოლგოგრადი ეწოდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად, 2023 წლის ზამთარში, ქალაქ ვოლგოგრადის ყველა ძირითად შესასვლელში საგზაო ნიშნები წარწერით: „ვოლგოგრადი“ დროებით შეცვალეს „სტალინგრადით“.
ასევე ნახეთ სტალინს ვოლგოგრადში ბიუსტი გაუხსნეს