ესტონეთი აუქმებს უვიზო რეჟიმს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეებისთვის. შესაბამისი გადაწყვეტილება ესტონეთის მთავრობამ 8 მაისს მიიღო, რაც ევროკავშირის საერთო პოლიტიკური ხაზის გაგრძელებაა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ესტონეთის ეს ნაბიჯი მიმართულია საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისკენ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი პასუხია „ქართული ოცნების“ რეპრესიებზე სამოქალაქო საზოგადოების, პროევროპული აქციების მონაწილეებისა და მედიის მიმართ.
ცაჰკნამ ასევე გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოს ბიომეტრიული პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გადახედვის შესაძლებლობას.
ასევე ნახეთ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო მიმოსვლის უფლება უჩერდებათ - ევროკავშირის საბჭოესტონეთმა უკვე დააწესა პერსონალური სანქციები საქართველოს 83 მოქალაქის წინააღმდეგ, მათ შორის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ. თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ესტონეთისა და ბალტიის სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები „არაფერს ნიშნავს“.
ასევე ნახეთ „მტრული, უსამართლო აქტი“ - „მეგობარი აქტით“ აღშფოთებულ „ოცნებას“ ტრამპის იმედი აქვს