შეხვედრაზე გაგლოევმა დოდიკი ზაფხულის ბოლოს ცხინვალში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია - დოდიკმა თავის მხრივ გაგლოევი სრპსკაში დაპატიჟა.
„სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მეგობრული და ძმური ურთიერთობები და გამოვთქვით შემდგომი თანამშრომლობის სურვილი. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ გაგლოევს მოწვევისთვის და იმედი მაქვს, წელს სამხრეთ ოსეთს ვესტუმრები. ჩვენი ხალხები მეორე მსოფლიო ომში დაზარალდნენ. მნიშვნელოვანი იყო ამ დღეებში, ჩვენს საერთო დღესასწაულზე, მოსკოვში ყოფნა“, - დაწერა შეხვედრის შესახებ თავად დოდიკმა X-ზე.
ასევე ნახეთ მოსკოვში ჩავიდა ბოსნიელი სერბების ლიდერი, რომლის დაპატიმრების ორდერი ინტერპოლს აქვს გაცემულიბოსნიელი სერბების ლიდერ დოდიკზე ინტერპოლს ძებნა აქვს გამოცხადებული. პრორუსული განწყობებით ცნობილ დოდიკს, რომელიც სრპსკას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოყოფის სურვილი აქვს, ბრალად ედება "ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო წესრიგის დარღვევა".
2025 წლის თებერვალში სარაევოს სასამართლომ დოდიკს დაუსწრებლად მიუსაჯა ერთი წლით პატიმრობა და ექვსი წლით აუკრძალა მუშაობა პოლიტიკის სფეროში. დოდიკი დამნაშავედ ცნეს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო თანამეგობრობის უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებების უგულებელყოფაში.
დოდიკის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მას მერე, რაც 2023 წელს მან ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, ბოსნიის საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებები და შმიდტის გადაწყვეტილებები არ იქნებოდა გათვალისწინებული რესპუბლიკა სრპსკაში. დოდიკი დანაშაულებს არ აღიარებს და განაჩენის გამოტანის შემდეგ მონაწილეობდა იმ კანონების მიღებაში, რომლებიც ფედერალური პოლიციისა და ბოსნიის სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მის ერთეულში შესვლას უკრძალავდა. მოგვიანებით ეს კანონები ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.
ასევე ნახეთ დოდიკი ცდილობს, ბოსნიაში საერთაშორისო წარმომადგენელი არ დაუშვას ოფიციალურ შეხვედრებზე