პაპი ლეო XIV საკვირაო ქადაგებაში უკრაინაში ჭეშმარიტი და სამართლიანი მშვიდობის დამყარების და ღაზაში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
„მეც მივმართავ მსოფლიოს დიდ ძალებს და ვიმეორებ მუდმივად არსებულ მოწოდებას „აღარასდროს ომი“, - მიმართა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 100 ათასამდე ადამიანს.
„გულში ვატარებ საყვარელი უკრაინელი ხალხის ტანჯვას“, – განაცხადა რომის პაპმა, რომელმაც ამავე გამოსვლაში სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და უკრაინელი ბავშვების ოჯახებთან დაბრუნება მოითხოვა. ის ასევე მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
ასევე ნახეთ ზელენსკი პუტინს: ველით ცეცხლით შეწყვეტას. უკრაინა შეხვედრისთვის მზადააახალი რომის პაპი კონკლავმა 8 მაისს აირჩია. 267-ე პაპი გახდა ამერიკელი რობერტ პრევოსტი. ის არის აშშ-ის პირველი წარმომადგენელი, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.
ასევე ნახეთ რომის პაპი ამერიკელი კარდინალი პრევოსტი - ლეო მეთოთხმეტე გახდა