აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლისთვისაც ჯერ კიდევ უცნობია, ვინ მიიღებს მონაწილეობას 15 მაისს თურქეთში დაგეგმილ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კვლავაც ელოდება, გაიგოს ვინ ჩავა თურქეთში რუსეთიდან. 14 მაისის ვიდეომიმართვაში მან განაცხადა:
"დღეს გავმართეთ რამდენიმე შეხვედრა თურქეთში შეხვედრის ფორმატზე მომუშავე გუნდთან. ველოდები ვნახო, ვინ ჩამოვა რუსეთიდან და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინა. მათგან წამოსული სიგნალები მედიაში ჯერჯერობით არადამაჯერებელია. აგრეთვე გვესმის, რომ პრეზიდენტი ტრამპი განიხილავს თურქეთში ჩასვლის საკითხს. ეს შეიძლება უძლიერეს არგუმენტად იქცეს. ამ კვირამ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს - თუმცა მხოლოდ შეიძლება... ყველაფერი ახლა წყდება".
ასევე ნახეთ ერმაკი: უკრაინა მზად არის დიალოგის ნებისმიერი ფორმატისთვის, მაგრამ აქვს პირობაზელენსკი თვლის, რომ პუტინს არაფერს აძლევს უკრაინაზე დარტყმების გაგრძელება:
„მაშინ, როცა პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზების პასუხად, მთელი მსოფლიო ელოდება პუტინისგან უბრალოდ „კი-ს", ის განაგრძობს უკრაინაზე დარტყმებს. ამის უკან არანაირი სამხედრო ლოგიკა არ არის. ეს ნათელია. ეს მას არაფერს აძლევს და არც არასდროს არ მოუტანს. რუსეთი მხოლოდ აჭიანურებს ომს, ახანგრძლივებს ხოცვას".
უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის მსოფლიოს თითოეულ ლიდერს, რომელიც ზეწოლას ახორციელებს რუსეთზე ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.
ასევე ნახეთ კრემლში ისევ არ ამბობენ, ვინ მიიღებს მონაწილეობას სტამბოლში, უკრაინასთან მოლაპარაკებაში10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება. თურქეთში ჩასვლა არ გამორიცხა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმაც 13 მაისს ახლო აღმოსავლეთის ტურნე დაიწყო და უკვე გამართა შეხვედრები საუდის არაბეთსა და კატარში. 14 მაისს ის სირიის ახალ პრეზიდენტსაც შეხვდა.
ასევე ნახეთ თურქეთში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებაში მონაწილეობას მარკო რუბიოც მიიღებს