გასულ ღამეს რუსეთმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

უკრაინა რუსეთის შეტევის შემდეგ

გასულ ღამეს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში უტევდა რუსეთი კიევს. საჰაერო ძალების ცნობით, ღამით უკრაინის დედაქალაქში ექვსი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.

რუსეთმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონს ჯამში 250-მდე დრონითა და 15-მდე ბალისტიკური რაკეტით შეუტია.

უკრაინის დედაქალაქში, სადაც დღეს და ხვალ კიევის დღე აღინიშნება, შეტევას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. არიან დაშავებულებიც.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ომს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაშიც, მის ნაწილს კი იძულებით მოუწია საცხოვრებლების დატოვება.

დიდი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთი ამ ომს არ ასრულებს.