უკრაინის საელჩო ულოცავს საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოსა და უკრაინის დროშები

უკრაინის საელჩო საქართველოში საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი ტექსტი საელჩოს ფეისბუკგვერდზეა გამოქვეყნებული.

„უკრაინის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ მშვიდობასა და აყვავებას, ბედნიერებას, კეთილდღეობასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! გილოცავთ საქართველო!“ - წერია მისალოც ტექსტში.

საქართველომ მილოცვა მიიღო სხვა ქვეყნებიდანაც.

ასევე ნახეთ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ასევე ნახეთ დამოუკიდებლობა არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად - ჰერჩინსკი საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისს ულოცავს

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.