გენშტაბის ინფორმაციით, გასულ ღამით „წარმატებული დარტყმა“ მიაყენეს სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე აეროდრომს, სადაც თავმოყრილია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ 1 ივნისს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ავიაცია.
გენერალური შტაბის ცნობითვე, შეტევა მიიტანეს რიაზანის ოლქში მდებარე დიაგილევოს სამხედრო აეროდრომზეც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, სარატოვის ოლქში დადასტურებულია საწვავის, სულ მცირე, სამი რეზერვუარის განადგურება და მასშტაბური ხანძარი რიაზანის ოლქის აეროდრომის რაიონშიც. გენშტაბში აცხადებენ, რომ საბოლოო შედეგები დაზუსტების ეტაპზეა.
ასევე ნახეთ უკრაინამ რუსეთს 4 აეროდრომზე 41 სამხედრო თვითმფრინავი დაუზიანა - გენერალი მალიუკისარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, სადაც რუსეთის სამხედრო აეროდრომი და ნავთობის ბაზა მდებარეობს, აფეთქებები 6 ივნისს, შუაღამის შემდეგ მოხდა. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია ენგელსის „ერთ-ერთ საწარმოში“.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე იერიში მიიტანეს 2025 წლის იანვარშიც. მარტში შეტევა იყო ენგელსის სამხედრო აეროდრომზეც.
ასევე ნახეთ მოსკოვიდან და რუსეთის რამდენიმე რეგიონიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიანრუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხმელეთზე შედეგების დაკონკრეტების გარეშე, 6 ივნისს, დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ბრიანსკის, როსტოვის, სარატოვის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ორიოლის, რიაზანის, ტულის, ბელგოროდის და ტამბოვის ოლქებში, მოსკოვის რეგიონსა და ყირიმში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 174 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, შავი ზღვის აკვატორიის თავზე კი - 3 უკრაინული მართვადი რაკეტა „ნეპტუნი“.