„ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად, რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქპოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი. მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს“, – ამბობს კოტე იოსელიანი ვიდეოში, სადაც არ განმარტავს რა "გარემოებები შეიქმნა" ისეთი, რის გამოც მან ვიდეობოდიშის ჩაწერა გადაწყვიტა.
ასევე ნახეთ „აქ არ გახსნა“ - უტა ივანიშვილს იაპონიაში ელჩმა ჩემოდანი გადასცა - იაპონური მედიაიოსელიანის ფეისბუკის პირად გვერდზე ბოლო საჯარო აქტივობა 2020 წლის დეკემბერში აქვს - პანდემიის დროს გამოქვეყნებულ პოსტში ის სპორტულ დარბაზს ეძებდა.
კოტე იოსელიანის ბოდიში სავარაუდოდ მიემართება მის მიერ 2018 წელს გაკეთებულ საჯარო განცხადებას, სადაც ის მიანიშნებდა უტა ივანიშვილსა და ერთ-ერთ ცნობილ საჯარო ფიგურას, პოლიტიკოსს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამ განცხადებიდან მეორე დღესვე მან საჯარო ბოდიში მოიხადა. თავად განცხადებებში ის სხვების პირად ცხოვრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას "ქალაქში მოსიარულე ჭორებს" მიაწერდა.
“ბოდიშს ვიხდი, თუკი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე”, - თქვა მაშინ იოსელიანმა.
ასევე ნახეთ მამის სანქცირებიდან ოთხ დღეში უტა ივანიშვილმა იაპონიიდან საქართველოში ახალი ფირმა დაარეგისტრირა