უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ დრონების უკრაინისთვის მიცემაზე შეთანხმება ყოფილ აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან იყო მიღწეული და პროცესი ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ რაკეტებზე იმედებს ამყარებდა რუსეთის მხრიდან დრონებით უწყვეტი იერიშების მოსაგერიებლად. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს ირანულ შაჰედის დრონებს.
"ჩვენ იმედს ვამყარებდით ამ პროექტზე - 20 000 რაკეტაზე. შაჰედების საწინააღმდეგო რაკეტებზე. ძვირი არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული ტექნოლოგია იყო", - თქვა ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ „ზელენსკის კიდევ ბევრი კოზირი აქვს“ – გენერალი მიკ რაიანი უკრაინის ოპერაცია „ობობას ქსელსა“ და ომის მომავლის შესახებსანამ უკრაინის პრეზიდენტი ღიად ისაუბრებდა შეერთებული შტატებიდან დრონების მიწოდებაში არსებულ პრობლემებზე, მანამდე, Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალებისკენ გადაამისამართა საბრძოლო მასალები, რაც მოიცავდა დრონების გამანეიტრალებელ მაღალ განვითარებად სარაკეტო სისტემებში გამოყენებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებსაც.