სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე დღევანდელი ავიადარტყმის შედეგად. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი იუწყება.
ქალაქის ერთ-ერთ რაიონში დანგრეულია შვიდი კერძო სახლი და რამდენიმე ათეული დაზიანებულია. დაზიანდა გაზის მილებიც. ზაპოროჟიეს ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
ფიოდოროვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს.
ასევე ნახეთ კიევზე დრონებით შეტევა იყოუკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქის რილსკის რაიონზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება ამ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ხინშტეინი. მისი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი.
ხინშტეინის თანახმად, სარაკეტო დარტყმა იყო რილსკის რაიონის კულტურულ-გასართობ ცენტრზე.
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთში კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა დრონებით დარტყმა ჩებოქსარის ქარხანაზე