ქალაქ ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის ინფორმაციით, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ერთ-ერთ სახლზე დარტყმის შედეგად. ტრუხანოვის ცნობით, ოდესაში დაზიანებულია სამშობიარო სახლის ადმინისტრაციული შენობა, საიდანაც ევაკუაცია დროულად განხორციელდა და მსხვერპლი არ არის. ოდესის მერის თანახმად, დაზიანებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სადგური და სახლები.
განახლება: დილის ათის ნახევრისთვის ოდესის საოლქო პროკურატურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსული დრონებით შეტევის შედეგად ოდესაში ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.
ოდესაზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი. 2025 წლის 10 ივნისი
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიჭრა.
კიევის შვიდ რაიონში დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, ბიზნესცენტრი, აფთიაქი და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.
კიევში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.
რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი კიევში. 2025 წლის 10 ივნისი
დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო კიევის ოლქზეც.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ოთხ რაიონში დაზიანებულია სახლები.
ასევე ნახეთ რუსეთმა ისევ „ტერაქტებზე პასუხი“ უწოდა უკრაინაზე მასირებულ შეტევასივნისის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს უკრაინაზე შეტევა. არაერთი მასირებული იერიში იყო დედაქალაქ კიევზეც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს არის პასუხი სამხედრო აეროდრომებზე უკრაინის თავდასხმებზე, რომლებსაც „ტერორისტულს" უწოდებს. რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინაში სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია და არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და სამოქალაქო ობიექტების ნგრევის შესახებ.
2025 წლის ივნისის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და უსაფრთხოების სამსახურმა სამჯერ განაცხადეს რუსეთის სხვადასხვა ოლქში სამხედრო აეროდრომებზე შეტევის შესახებ.
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთში კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთში ორ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს ასევე ნახეთ უკრაინამ რუსეთს 4 აეროდრომზე 41 სამხედრო თვითმფრინავი დაუზიანა - გენერალი მალიუკი