გაიზარდა ხარკოვზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე დრონებით შეტევა 11 ივნისს, შუაღამის შემდეგ მიიტანეს

ხარკოვის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში გარდაიცვალა 65 წლის კაცი, რომელიც ქალაქზე რუსული დრონებით შეტევის შემდეგ საავადმყოფოში მძიმე დამწვრობით მიიყვანეს. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ხარკოვში დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

54-დან 60-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც. მათ შორის 9 ბავშვია.

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 11 ივნისს, შუაღამის შემდეგ მიიტანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, საწარმოები, ბავშვთა სათამაშო მოედნები, ტროლეიბუსების დეპო და სხვა ინფრასტრუქტურა.

ასევე ნახეთ რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ, დენთის ქარხანა იყო