ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 200 000 ლარი აჩუქეს - დეკლარაცია

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მმართველი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს გასულ წელს მშობლებმა 200 000 ლარი აჩუქეს. ამის შესახებ მან ჩაწერა დეკლარაციაში, რომლის შევსების ვალდებულებაც მას, როგორც ყოფილ საჯარო მოხელეს, ჰქონდა.

დეკლარაციების ვებგვერდი ექვსი თვის განმავლობაში გათიშული იყო. ანტიკორუფციულ ბიუროში ამბობდნენ, რომ ეს იყო „ტექნიკური ხარვეზი“, რომელიც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომუნიკაციის შემდეგ აღმოიფხვრა.

მასალა არქივიდან ღარიბაშვილი სასწავლო წლის დაწყებისას, შვილთან ერთად, აშშ-ში ჩარტერული რეისით იმყოფებოდა

2025 წლის 16 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს ანაზღაურებადი სამსახური არ ჰქონია, მათ შორის არც „ქართულ ოცნებაში“, სადაც ის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. უმუშევარი იყო მისი ცოლი, ნუნუკა თამაზაშვილიც.

იმის მიუხედავად, რომ ცოლ-ქმარი უმუშევარია, სოლიდურ თანხას ხარჯავენ შვილების განათლებაში.

ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია

ყოფილ პრემიერს ოჯახის მგზავრობა და დასვენება გასულ წელს 60 000 ლარი დაუჯდა.

ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია

რამდენიმე ინფორმაცია მისი დეკლარაციებიდან:

  • თანამდებობაზე დანიშვნამდე უკვე ფლობდა ძვირადღირებულ ქონებას თბილისში;
  • ის დეკლარაციაში კვლავ არ წერს ძვირადღირებულ საათებს, რომელსაც ის ფლობს (იხილეთ რადიო თავისუფლების გამოძიება);
  • საჯარო სამსახურში ბევრად დაბალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე კერძო კომპანიებში. მაგალითად, 2019 წელს შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად მუშაობის დროს თვეში 30 ათას ლარს იღებდა, 2021 წელს პრემიერად მუშაობის დროს კი - თვეში 3,5 ათასს;
  • მას ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ლარი (ზოგჯერ 10 და ზოგჯერ 50 ათასი) აქვს ე.წ. ქეშად, ნაღდი ფულის სახით - მათ შორის 2024 წელს - 50 ათასი ლარი;
  • მას მშობლები ასაჩუქრებენ ათიათასობით ლარით მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ მისი შემოსავალი რამდენჯერმე მცირდება.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მაჯის საათები


შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლები ფულით ასაჩუქრებდნენ გასულ წლებშიც:

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეორედ 2024 წლის 29 იანვარს დატოვა. ერთი წლისა და თვეების გასვლის შემდეგ კი თქვა, რომ მიდიოდა პოლიტიკიდანაც.