საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული ოცნების“ უახლესი გადაწყვეტილება „პოლიტიკური ოპონენტისა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ პარტიის ლიდერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ იმის შესანიშნავი დემონსტრირებაა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს პოლიტიკური ერთეული“.
„ეს დაუყოვნებლივ მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მხრიდან ძლიერ რეაგირებას და სერიოზულ დისკუსიას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო ჩარჩოს შესახებ [წევრი ქვეყნების] საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე (FAC), რომელიც ივნისშია დაგეგმილი“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყება.
პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია - რომელიც დღეს სასამართლოს სხდომის პარალელურად თავად მივიდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, - დააკავეს.
პოლიციის თანამშრომლებმა ის პენიტენციურის მისაღებიდან პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს და შემდეგ უკვე ციხეში შეასახლებენ.
გვარამიას პატიმრობა შეეფარდა მას შემდეგ, რაც უარი თქვა ჯერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე და შემდეგ არ გადაიხადა გირაო, რომელიც კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაეკისრა.
ასევე ნახეთ ნიკა გვარამია დააკავეს„მეოთხედ შევდივარ ციხეში და მარტო მე კი არა, ჩემი შვილებიც მიეჩვივნენ, რომ ეს ხდება ჩვენს ცხოვრებაში ორ წელიწადში ერთხელ“, - უთხრა ჟურნალისტებს გვარამიამ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების შესასვლელთან.
„ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური პარლამენტის ანტიკონსტიტუციურ და არალეგიტიმურ კომისიის სხდომაზე არ მივედი, იმიტომ რომ მე საქართველოს კონსტიტუციის ერთგული ვარ და არა ბიძინა ივანიშვილის ახირებების“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ ბოკერია, რამიშვილი, კანდელაკი, თაქთაქიშვილი... სანამ დავიბარებთ, თავად მობრძანდნენ - წულუკიანი კომისიაზეანალოგიურ საქმეზე, რაზეც ნიკა გვარამიას შეეფარდა პატიმრობა, უკვე დაპატიმრებულია სამი პოლიტიკოსი, მათ შორის პარტია "ახლის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია. მელიამდე დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სხვა პოლიტიკოსების მიმართაც, რომლებმაც პატიმრობას გირაოს გადახდა ამჯობინეს და საქმის სასამართლოში განხილვას საპატიმროს გარეთ ელოდებიან:
- მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე (50 000-50 000 ლარი);
- გივი თარგამაძე (10 000 ლარი);
- გიორგი ვაშაძე (50 000 ლარი).