18:00 საათზე დევიზით „ხალხი წყვეტს!“ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ მთავრობის კანცელარიასთან.
"200 დღე გავიდა! ეს დრო იმის დასტურია, რომ ხელისუფლება ვერ გატეხს ხალხის ნებას. რეჟიმი ძლიერი არ არის - ის უბრალოდ გვაჯერებს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უიმედოა. სიმტკიცით, სტრატეგიით და ორგანიზებულობით შესაძლებელია რეჟიმის ჩამოშლა. თუმცა გამარჯვებისთვის გეგმასთან ერთად აუცილებელია საზოგადოების მოქმედება, რომელსაც სჯერა ცვლილების. გამოდი და თქვი - წყვეტს! მოვითხოვთ არალეგიტიმური მთავრობის დაუყოვნებელ გადადგომას! "პარლამენტმა" და "მთავრობამ" დათმოს მიტაცებული ძალაუფლება! გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები!" — ნათქვამია ორგანიზატორების მერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპროტესტო აქციები იმართება:
- თბილისში
დროშების მარში - რესპუბლიკის მოედნიდან
პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან
"პროტესტის ხმა: თავისუფლებამდე რუსთაველით" — პირველ სკოლასთან
აქცია პარლამენტთან
- გორში
გორის საკრებულოს წინ - „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“
- ახალციხეში
აქცია შოთა რუსთაველის ძეგლთან.
- ბათუმში
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან: „სამშობლოს სამსახურში!“
- ზუგდიდში
აქცია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - სამხარეო ადმინისტრაციის წინ.
- თელავში
უწყვეტი პროტესტი თელავში - მერიის შენობის წინ.
- ქუთაისში
აქცია ქუთაისის მერიის წინ - „კი ევროპას, არა რუსეთს!“
- ჩხოროწყუში
აქცია ჩხოროწყუს მერიის წინ - „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“