გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში მაკრონი დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა და გრენლანდიის მთავრობის თავმჯდომარემ იენს-ფრედერიკ ნილსენმა მიიღეს. ვიზიტი სიმბოლურად გამოხატავდა „ევროპულ სოლიდარობას“ გრენლანდიის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად - კუნძულს სტრატეგიული მდებარეობა აქვს არქტიკაში და მდიდარია ბუნებრივი რესურსებით.
მაკრონმა ასევე პირდაპირ გააკეთა კომენტარი ტრამპის იდეაზე გრენლანდიის აშშ-ში შესაძლო შესვლის შესახებ და მას მიუღებელი უწოდა.
„მოკავშირეები ასე არ იქცევიან“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში მაკრონი დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა და გრენლანდიის მთავრობის თავმჯდომარემ იენს-ფრედერიკ ნილსენმა მიიღეს.
დანიის პრემიერ-მინისტრმა ვიზიტი ევროპული ერთობის თვალსაჩინო მაგალითად მოიხსენია.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ გრენლანდია გარკვეული ფორმით აშშ-ის კონტროლქვეშ აღმოჩენილიყო ან პირდაპირ შესულიყო მის შემადგენლობაში. დანიის ხელისუფლება და გრენლანდიის პოლიტიკური ძალების უმრავლესობა ამ იდეას უარყოფენ. ტრამპი ამ პოზიციას აშშ-ის ეროვნული ინტერესებით ხსნის, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში.
იენს-ფრედერიკ ნილსენი გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მარტის ბოლოს გახდა. ამის შემდეგ მან კუნძულის მოსახლეობას მოუწოდა გაერთიანდნენ გარე ზეწოლის წინააღმდეგ. ნილსენი გრენლანდიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერია და არაერთხელ უთქვამს, რომ კუნძულს აქვს საკმარისი რესურსი საკუთარი ეკონომიკის დამოუკიდებლად განვითარებისათვის.