„კრიზისის დასასრულებლად მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია“, - ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი

„ირანმა არასდროს უნდა მოიპოვოს ბომბი“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და დასძენს, რომ მოახლოებული კრიზისის ფონზე ახლო აღმოსავლეთში, სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს.

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

„ახლა ის დროა, როცა ირანი უნდა ჩაერთოს სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტილებაში. მოლაპარაკებების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად და ახლა მნიშვნელოვანია ირანისთვის სანდო დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნა. ამისთვის კი:

„ მოლაპარაკებების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად“, - აცხადებს ურზულა ფონ დერ ლაიენი.

ასევე ნახეთ კაია კალასი აცხადებს, რომ ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დილით ირანის სამ - ფორდოს, ისპაჰანისა და ნათანზის ბირთვულ ობიექტს შეუტია.

ოპერაციის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობდა, სრულად განადგურებულია.

ასევე ნახეთ აშშ-მა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა