უკრაინაში გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე

ვანო ნადირაძე

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები.

ვანო ნადირაძის ერთ-ერთი თანამებრძოლი ფეისბუკზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჰყვება, რომ ვანოსგან დაახლოებით 19 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა, როცა ვანო ნადირაძემ მას თავისი ადგილმდებარეობის მონაცემები გაუზიარა და შველა ითხოვა.

დასახმარებლად სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა ვანოს ცოცხალს ვეღარ მიუსწრეს.

უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები უსამძიმრებენ ვანო ნადირაძის ოჯახს.

ასევე ნახეთ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022-2024