რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ მისი მთავრობიდან მიღებას ესწრებიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე. საელჩოში იმყოფება აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ზალკალიანი და ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მათ შორის „ფედერალისტებიდან“ გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი.
საელჩოს მიღებაზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თუმცა არა - „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე წელს 249-ედ აღინიშნება. გასულ წელს საელჩოში გამართულ მიღებას ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, თუმცა მას საზოგადოებისთვის სიტყვით არ მიუმართავს.
მასალა არქივიდან მიღება აშშ-ის საელჩოში: „ოცნებას“ სურს დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი რიგზეაბოლო პერიოდში, წელს პირველად საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ისე აღინიშნება, რომ მას შეჩერებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა.
2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ აირია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.
საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.