ინფორმაცია 2 დაღუპულის შესახებ ტელეგრამით გაავრცელა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თანახმად, დილის 8 საათისთვის ცნობილია, რომ 16 დაშავებულიდან 10-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
რუსეთის ჯარებმა კიევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყეს.
უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.
განახლება: კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქის პოდოლსკის რაიონში პრაქტიკულად, სრულად განადგურებულია პირველადი სამედიცინო დახმარების ამბულატორია.
ასევე ნახეთ Reuters: პაუზის შემდეგ აშშ უკრაინას ისევ უგზავნის ზოგიერთი სახეობის იარაღსივლისის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა კიევზე იერიში რამდენჯერმე მიიტანეს. მათ შორის 4 ივლისს რაკეტებითა და დრონებით მასირებული კომბინირებული შეტევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.