ანგარიშის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში სამოქალაქო მოსახლეობაში ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ 2025 წლის ივნისში იყო.
ანგარიშში ასახულია მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები.
მონიტორინგის მისიის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა ათჯერ მეტი რაკეტა და საბრძოლო მასალა, ვიდრე 2024 წლის ივნისში.
სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი იყო უკრაინის 16 ოლქსა და დედაქალაქ კიევში. მსხვერპლის 98% დაფიქსირებულია უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებულ რაიონებში.
ასევე ნახეთ კიევში რუსული რაკეტით განადგურებულ სახლში სამძებრო ოპერაცია დასრულდა - ნაპოვნია 23 ცხედარიგაეროს მისიის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში(იანვარი-ივნისი) უკრაინაში დაიღუპა 1098 და დაიჭრა 5656 სამოქალაქო პირი.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2024 წლის 24 თებერვლიდან დაღუპულია 13 580 სამოქალაქო პირი, მათ შორის 716 ბავშვი და დაჭრილია 34 115.
გაეროს მონიტორინგის მისიას და ადამიანის უფლებების კომისრის ოფისს თავის ანგარიშებში შეაქვთ მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები. რეალურად მსხვერპლი მეტია.
რუსეთის ჯარები 2025 წლის ივლისშიც რაკეტებით და დრონებით ინტენსიურად უტევენ უკრაინის რეგიონებს და დედაქალაქ კიევს.
ასევე ნახეთ უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევის შემდეგ ზელენსკიმ პარტნიორებს სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდა