საფეხბურთო კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში "ჩელსიმ" "პარი სენ-ჟერმენი" დაამარცხა

13 ივლისს აშშ-ში გაიმართა საფეხბურთო კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ლონდონის „ჩელსისა“ და საფრანგეთის დედაქალაქის კლუბ „პარი სენ-ჟერმენს შორის.

მატჩში "ჩელსიმ" "პსჟ-ს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა და "პარი სენ-ჟერმენი" დამარცხდა ანგარიშით 0:3.

სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

ორი ბურთი კოულ პალმერმა შეაგდო პარიზელების კარში, ერთიც - ჟოაო პედრომ გაუტანა ჯიანლუიჯი დონარუმას.