სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 14 ივლისს ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას.
ევროკავშირის ინფორმაციით, ფონ დერ ლაიენი და კოშტა მიესალმნენ სომხეთში რეფორმების ამბიციურ გეგმას და მიღებულ კანონს ევროინტეგრაციის დაწყების შესახებ, მხარდაჭერა გამოუცხადეს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიულ რეფორმებს და აღნიშნეს სავიზო ლიბერალიზაციისთვის საჭირო პროგრესი.
ასევე ნახეთ ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლის შესახებ წერილს გაუგზავნის - კალასი შესაძლო შეჩერების შესახებ აფრთხილებსევროკავშირის თანახმად, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სტრატეგიის Global Gateway-ის ფარგლებში სომხეთში ინვესტიციების მოცულობა 2,5 მილიარდ ევროს მიაღწევს. მდგრადობისა და ზრდის გეგმის ფარგლებში სომხეთისთვის 2024 წელს გამოყოფილი თანხა, 270 მილიონი ევრო 50%-ით გაიზრდება.
ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს სომხეთის ძალისხმევას აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და თურქეთთან ურთიერთობების მოგვარების მიზნით და სომხეთის შესაძლო ჩართვას ევროკავშირის რეგიონულ და ეკონომიკურ ინიციატივებში, მაგალითად, შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში.
ასევე ნახეთ გარღვევა არ არის, მაგრამ პროგრესი ჩანს - ერევანში აშშ-ის შეთავაზებას განიხილავენფონ დერ ლაიენმა და კოშტამ სომხეთს მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად და ფაშინიანთან შეთანხმდნენ ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებაზე.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც. მათ შორის უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციების, ჩარევისა და დეზინფორმაციის პრობლემა. ევროკავშირი 1,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს სომხეთის დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას.
ასევე ნახეთ როგორ კარგავს რუსეთი სამხრეთ კავკასიასსომხეთმა მთიანი ყარაბაღის მოვლენების გამო რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე დაიწყო პარტნიორობის გააქტიურება ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
საქართველოსთან, რომელსაც სომხეთისგან განსხვავებით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და წევრობის კანდიდატის სტატუსიც უკვე აქვს, დღეს ევროკავშირს პარტნიორობა პრაქტიკულად, შეწყვეტილი აქვს „ქართული ოცნების" მთავრობის პოლიტიკის გამო. ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებთან შეუსაბამო ამ პოლიტიკის გამო შეჩერებულია გაწევრების პროცესი და ეჭვქვეშ დგას სავიზო ლიბერალიზაცია.