„ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია“, - წერია ევროპარლამენტის გვერდზე პლატფორმა X-ზე.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ბოლო რეზოლუცია 9 ივლისს მიიღო.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი მწვავე რეზოლუცია 490 ხმით დაამტკიცა„ქართული ოცნების“ „რეჟიმის“ ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება, ოპოზიციონერების პატიმრობის დაგმობა, სანქციების დაწესება, მზია ამაღლობელისა და სხვა „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა - ასეთია ამ რეზოლუციის შინაარსი.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ სანქციების გარდა, განიხილოს დამატებითი შემზღუდავი ნორმები, მათ შორის:
SWIFT-იდან (უდიდესი საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების სისტემიდან) გათიშვა;
„სექტორული სანქციები, რომელიც მიმართულია „ქართული ოცნების“ რეჟიმის შემოსავლის წყაროებისა და ნაკადების შეჩერებისკენ“.
ევროპარლამენტის რეზოლუციები არასავალდებულო, სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა გამოხატავს წევრ ქვეყნებში პოლიტიკური წრეების პოზიციებს.
ასევე ნახეთ რას აპირებს ევროკავშირი საქართველოს ევროპული მომავლისთვის - ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც 15 ივლისის შეხვედრისთვის მომზადდა