სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა კიევზე რუსული რაკეტებით და დრონებით დარტყმის შედეგად

რუსეთის ჯარების კომბინირებული შეტევის შედეგად დანგრეული სახლი კიევში. 2025 წლის 31 ივლისი

უკრაინის დედაქალაქ კიევში 6 ადამიანი, მათ შორის ექვსი წლის ბიჭი დაიღუპა რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად. ამის შესახებ დილის ცხრა საათისთვის იუწყება კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო.

დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები, მათ შორის საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

რუსეთის ჯარებმა კიევზე კომბინირებული შეტევა 31 ივლისს, შუაღამის შემდეგ დაიწყეს.

მაშველები კიევის სვიატოშინსკის რაიონში, სადაც მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა. 2025 წლის 31 ივლისი