მისი ოჯახის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით BBC დღეს, 5 აგვისტოს იუწყება, რომ სტელა რიმინგტონი 3 აგვისტოს ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.
სტელა რიმინგტონი დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის გენერალური დირექტორი იყო 1992-1996 წლებში. ის იყო MI5-ს პირველი ხელმძღვანელი, რომლის დანიშვნის შესახებ საჯაროდ გამოცხადდა.
სტელა რიმინგტონი იყო პროტოტიპი აგენტ ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმების გმირის, М-ის, რომლის როლიც მსახიობმა ჯუდი დენჩმა შეასრულა.
2011 წელს გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში სტელა რიმინგტონმა განაცხადა, რომ ამაყობს იმით, რომ MI5-ის პირველი ქალი დირექტორი იყო, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სამსახური შეიცვალა და აღარ იყო დახურული, ძველმოდური ორგანიზაცია.
2001 წელს რიმინგტონმა ავტობიოგრაფია დაწერა, შემდეგ კი - რამდენიმე ჯაშუშური დეტექტივიც. 2014 წელს სტელა რიმინგტონმა BBC-ს უამბო, რომ მის წიგნებს გამოცემამდე კონტრდაზვერვის სამსახურში ამოწმებდნენ და იყო შემთხვევები, როცა გმირების სახელების ან მოქმედების ადგილის შეცვლა სთხოვეს.
ასევე ნახეთ “ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის” - Daily Mail-ის კორესპონდენტი ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის გამოძიებაზე2025 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ქალი პირველად ჩაუდგა სათავეში დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილ სამსახურსაც. ამ თანამდებობაზე 47 წლის ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა.